2025 წლის 25 მარტს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის 330 აუდიტორიაში შედგება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ დოქტორანტ მარეხ დევიძის სადისერტაციო ნაშრომის „ორგანიზაციული კონფლიქტების პრევენცია ლოკალური და კოსმოპოლიტური ორიენტაციის პიროვნებებთან“ დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რევაზ ჯორბენაძე